სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი რუსი მსახიობი და გოგონების გულთამპყრობელი დანილა კაზლოვსკი ქველმოქმედი ყოფილა

ცნობილი რუსი მსახიობი და გოგონების გულთამპყრობელი დანილა კაზლოვსკი ქველმოქმედი ყოფილა. ის, გარდა იმისა, რომ ძალიან სიმპათიურია და არა მარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს გულკეთილი და ჰუმანიური ადამიანიც ყოფილა. ის ხშირად სტუმრობს „უპატრონო და გაჭრვებულ ბავშვთა თავშესაფრებს“ და იქ ბინადარი პატარების ცხოვრების გაფერადებაში დიდი წვლილი შეაქვს.

აი, რას წერს დანილა ერთ-ერთ ასეთ თავშესაფარზე და რას ნიშნავს მისთვის ბავშების ბედნიერი სახეები დანახვა:

"მე ვერ შევცვლი მსოფლიოს, მაგრამ ერთი ადამიანის სამყაროს შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია“ - ეს არ არის ჩემი ციტატა, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა ამის. გასულ წელს, ჩემ დაბადების დღეს, მოვახერხეთ დიდი თანხის შეგროვება ფონდისთვის შემოწირულობებში და ჩენ ეს შევძელით ბავშვებისთვის.

"ბელა - პეპელა ბავშვები". ესენი იყვნენ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს გულში და არასოდეს დამავიწყდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეხმარეთ ბავშვებს, შევძელით მათი ტკივილის შემსუბუქება და მათთვის შესაძლებლობის მიცემა.

ბავშვობა, ალბათ, ყველაზე ბედნიერი და უმოკლესი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ, „პეპელა ბავშვებში“ ეს, ძალიან მძიმე, გაწელილი და რთული ნაწილია ცხოვრებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, ერთად შევძელით და ამ ადამიანებს ცხოვრება, უფრო ბედნიერი გავუხადეთ და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ. მაშინაც კი, თუ შემოწირულობა პატარა იქნება, ეს მაინც უზარმაზარი გარიგება იქნება!

მოდი გავაკეთოთ ეს და ერთად დავეხმაროთ ამ ბავშვებს“- წერს დანილა კოზლოვსკი.

შეგახსენებთ, რომ დანილა ამ ზამთარს საქართველოში, კერძოდ კი ყაზბეგში ისვენებდა თეონა კონტრიძესთან და ივან დრონისთან ერთად. მსახიობი ძალიან მოიხიბლა საქართველოთი.

მსახიობი დღეს იუბილარია. დანილა 33 წლის გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100