სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაურიანი შეძახილები - თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა. როგორც ცნობილია, დღეს ფილარმონიის დიდ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა.

ისინი სკანდირებენ, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის და ასევე, ახსენებენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებდა, რომ საქართველოში კომუნიზმის ადგილი არ არის. მან ასევე აქღნიშა, რომ არსებობდა ინფორმაცია, პროვოკაციის მოწყობის შესახებ.

შეხვედრას სტრუდენტები, პროფკავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენბლები ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100