ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და თავი მოიკლა
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჭრილობები ოჯახის წევრებს ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
კომენტარი