სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის მთავრობასა და ლიბერთი ბანკს შორის მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, ქ. ბათუმში აჭარის finansta ministrma davit baladzem და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული პროექტი აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და 2008 წლის ომის პერიოდში დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მსესხებლებს შესთავაზებს 7 წლიან კრედიტს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული ტურისტული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება. აქედან 12%-ს აჭარის მთავრობა დაფარავს, დანარჩენ 3%-ს თავად მსესხებელი გადაიხდის. ხოლო სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას მსესხებელი თავად უზრუნველყოფს.

მსესხებელთა შერჩევა მოხდება აჭარის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ წარმოდგენილი რეესტრის, ლიბერთი ბანკის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზისა და უზრუნველყოფის შეფასების საფუძველზე.

თანადაფინანსების პერიოდის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს დარჩენილი სესხის გადახდის პირობები არ დააკმაყოფილებს, მასშესაძლებლობა ექნება გადავიდეს მისთვის სასურველ სხვა ბანკში წინასწარი დაფარვის საკომისიოს გადახდის გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100