სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

36 წლის მამაკაცს მეგობარი ცივი იარაღით დაადგა და მისივე სახლში მოკლა

მკვლელობა გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წუხელ გვიან ღამით 36 წლის შამილ გასანოვი მეგობარმა მურაზ ჰუსეინოვმა მოკლა - ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტს თანასოფლელებმა განუცხადეს.

როგორც ისინი ყვებიან, მეგობრებმა იკამათეს, რის შემდეგაც, გასანოვი ჰუსეინოვის სახლში ცივი იარაღით მივიდა და მკვლელობა სწორედ მის სახლთან მოხდა.

მეზობლების მტკიცებით, შამილ გასანოვს მურაზ ჰუსეინოვმა თავში არმატურა ჩაარტყა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მეზობლებს დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ.

შსს მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100