ჩქარა უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში - მიხეილ სააკაშვილი დღეს შესაძლოა ექიმმა მოინახულოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. მას უჭირს გადაადგილება და საუბარი. დამძიმებული მდგომარეობის გამო კონსილიუმი შესაძლოა არა ხვალ, არამედ დღესვე შეიკრიბოს. შესაძლოა, პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დღესვე მოინახულოს, ის მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. "მორალურად კარგადაა, მაგრამ ფიზიკურად უჭირს გადაადგილება. ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ რაც ადრე შედგება ეს კონსილიუმი, მით უკეთესი იქნება. ჩემი აზრით, ჩვენ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩქარა უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში პრეზიდენტი. გაკეთდება უფრო მოცულობითი ანალიზები, რომლებიც უფრო კარგად მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რაშია საქმე. მე გადავეცი კონსილიუმის თხოვნა, რა ანალიზები უნდა ჩატარებულიყო, მათ იციან უკვე ზუსტად", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კომენტარი