სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საომარი მოქმედებების დასრულებამდე, მძევლებზე მოლაპარაკებები არ იქნება - "ჰამასი"

ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ დაჯგუფება არ გამართავს მოლაპარაკებას ისრაელთან მძევლების შესახებ, საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

„ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, ვინც მოგვმართა მტრის ტყვეებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის ზონაში დააკავეს, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“, - თქვა მან.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100