ებრძოლეთ ტრადიციებს, იმეგობრეთ მხოლოდ ჰომოსექსუალებთან
თანამედროვე საქართველოში წარმატების ფორმულად, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ქართული ტრადიციების ლანძღვას მიიჩნევს. ამის შესახებ ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
"შემოსევაა, შემოსევა ქართველებო - გსურთ თანამედროვე საქართველოში წარმატების ფორმულა მოგაწოდოთ? (ან პარლამენტის დეპუტატობისთვის აუცილებელი ატრიბუტები?) - აძაგეთ ყოველივე ქართული, მართლმადიდებლობა ჩამორჩენილობად შერაცხეთ, იმეგობრეთ მხოლოდ ჰომოსექსუალებთან, დაიცავით ყველა უგვანო-აგრესიული სექტა, აღმაშენებელი, ილია და სხვა დიდი ქართველები. აძაგეთ, გაიარეთ, ქართველმოძულე არასამთავრობოს სკოლა, ებრძოლეთ ტრადიციებს, ქართული ოჯახი რეგრესად გამოაცხადეთ, იყავით მონა-მონა უცხო ქვეყნის სამსახურებისა - გაითვალისწინეთ ეს და როგორი გაუნათლებელი, უგვანო და უგვარო არ უნდა იყოთ დიდი წარმატება გარანტირებულია! - პარალერულად კი, საქართველოს წარუმატებლობა ასეთი მუტანტების ხელში გარდაუვალია და როდესაც ესეთი პირების კარიერულ აღმასვლას დუმილით ხვდებით ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამით ქართველობას მომავალს უკარგავთ!", წერს სანდრო ბრეგაძე.
კომენტარი