ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს
ავლაბრის
რეზიდენციაში პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილისა
და პარლამენტის
თავმჯდომარე დავით
უსუფაშვილს შორის
შეხვედრა მიმდინარეობს
.
დავით უსუფაშვილი
პრეზიდენტის სასახლეში
ზუსტად 20:00 საათზე
მივიდა. მას
სასახლის ეზოში
საკანონმდებლო ორგანოს
ყოფილი სპიკერი
დავით ბაქრაძე
დახვდა და
მიესალმა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა სწორედ აღნიშნული შემადგენლობით გაიმართება. წინასწარი ცნობით, ქვეყნის პირველი პირი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
კომენტარი