ბელორუსთან სტანისლავ შუშკევიჩი დააკავეს
ბელორუსის საზღვარზე ცნობილი ოპოზიციონერი სტანისლავ შუშკევიჩი დააკავეს
ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი, სტანისლავ შუშკევიჩი ლიტვის ფორუმიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, როცა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გააჩერეს და შემოწმების მიზნით პასპორტი ჩამოართვეს. ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას შუშკევიჩმა განაცხადა, რომ საზღვართან მისი დაკავების მიზეზი გაურკვეველია. მისი თქმით, მატარებელში მასთან ერთად სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე, ფორუმიდან ბრუნდებოდნენ.
კომენტარი