სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოქვეყნდება თუ არა სასულიერო პირების ბიოგრაფიები?

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ეკლესიის მიერ სასულიერო პირების ბიოგრაფიების გამოქვეყნების საჭიროებაზე საუბრობს. მისი აზრით, საზოგადოების ინტერესის საგანი ეკლესიის ფინანსური მხარეც უნდა გახდეს.

"ძალიან კარგი იქნება ეკლესიამ სასულიერო პირების ბიოგრაფიები გამოაქვეყნოს და ამ თემით მედიაც დაინტერესდეს. უბრალოდ, ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა. ჩვენ ყველანი ქრისტიანულ კულტურაზე გაზრდილი ადამიანები ვართ და ძალიან კარგად ვიცით, რომ სავლე ერთ დღეს პავლე გახდა, მაგრამ სავლეს პავლედ ასე ტოტალური გადაქცევა და ასეთი საოცრება, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ხდება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ინტერესის საგანი უნდა გახდეს ეკლესიაში ფინანსური მიმოსვლის საკითხიც", - განაცხადა ბაქრაძემ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
რაც შეეხება გასულ კვირას მომხდარ დაპირისპირებას, ბაქრაძე თვლის, რომ თუკი ხელისუფლება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატურ ზომებს არ მიმართავს, ქვეყანაში სრული ანარქია დაიწყება.
"პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქუჩაში დარბოდა და სისხლი სწყუროდა. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მას ამ საკითხში საკმარისად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მას არ უნდა ჰქონდეს მუშტმოღერებული ბრბოს და ამ თვითმარქვია ე.წ. უმრავლესობის რიდი. 17 მაისი იყო ზღვარი", - განაცხადა ბაქრაძემ დღევანდელ შეხვედრაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100