სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომავალი საათი ბელგოროდისთვის ყველაზე მძიმე იქნება - დაანონსებულია მასობრივი შეტევა

მომავალი საათი ბელგოროდისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე იქნება. დაანონსებულია უკვე მასობრივი შეტევა რუსეთის თავისუფალი რეგიონის წევრებისგან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ საათის განმავლობაში სამხედრო ობიექტებზე იქნება მიტანილი იერიშები. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური გახდება.

ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოიგერია 10 სარაკეტო თავდასხმა მოიგერია და სიტუაცია არის სტაბილური. თუმცა ბელგოროდიდან აქტიურად ვრცელდება თავდასხმის კადრები. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა, სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით მეტია.

რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის წევრები ხალხს ევაკუაციისკენ და უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტევები ინტენსიურია, თავს საპირფარეშოებს და დერეფნებს აფარებენ, რადგან თავშესაფრებში ჩასვლას ვერ ასწრებენ. ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად კი, მათ ხელისუფლება ეუბნება, რომ არჩევნებზე უნდა წავიდნენ.

სროლა როცა იწყება, ბევრი ადამიანი არ ჩადის თავშესაფარში, ალბათ ვერც ასწრებენ, რადგან სირენა იმ დროს ირთვება, როცა რაკეტები უკვე აფეთქებულია და აზრი აღარ აქვს. თუმცა უკვე თითქმის აღარ დარჩა ადამიანი, ვინც დერეფნებში და აბაზანებში მაინც არ აფარებს თავს. ქუჩებში მყოფები, ბეტონის გადახურვებს აფარებენ თავს.
ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ ყველაფრის მიუხედავად არჩევნებზე აუცილებლად წავიდეთ".- ამბობს ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100