მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი - ღარიბაშვილი
“ სამწუხაროდ, სამარცხვინოდ უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს, და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს მე 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და მიშა მიშა აძახებინეს, და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამოაცხადეს გამარჯვებულად". თქვა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
კომენტარი