სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

m2-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყო

28 ნოემბერი, 2017 წელი - თბილისში, ყაზბეგის გამზირის №9ა-ში განახლებული სკვერის პრეზენტაცია ჩატარდა. სკვერის რეაბილიტაცია და აღჭურვა საბურთალოს გამგეობასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.

განახლებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება, დაიგო ახალი ფილაქანი, გაკეთდა ღობე, რომელის დახმარებითაც სკვერის ტერიტორიაზე მანქანების შესვლას შეუძლებელი გახდება და მოეწყო სათამაშო კუნძული ბავშვებისთვის.

„m2-ის მიზანი ადამიანებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მიხარია, რომ საბურთალოს გამგეობასთან თანამშრომლობით ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს ლამაზი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილი შევუქმენით დასვენებისთვის“ - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100