სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულმა კინოცენტრმა ჟურნალ FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გამართა

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჩაის სახლში (მის: ლაღიძის #2) ჟურნალ FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის შემოდგომის ნომერში აქცენტი სპეცპროექტზე „ხუთი გრძნობა“ და ფოტოპროექტზე „ცხოვრების წესი“ კეთდება. მკითხველს საშუალება ექნება წაიკითხოს საინტერესო ინტერვიუები შტეფან ტოლცთან და ნიკიკარიმთან, გაეცნოს მიმოხილვებს, რეცენზიებს, ნანა ჯორჯაძის მასტერკლასს და ა.შ.

ასევე, ჟურნალში ტრადიციულად მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები.

FILM PRINT - ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. 2015 წლის შემოდგომის ნომრისრედაქტორები არიან კინომცოდნეები ნინო კალანდია და სალომე კიკალეიშვილი.

ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანებისინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.

ჟურნალი FILM PRINT ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100