
სამივე ახალშობილის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე - დავით რეხვიაშვილი
3 მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვიდან, ერთ ჩვილს "დელტა" , ხოლო მეორეს "ალფა" შტამის კორონავირუსი აქვს, მესამე ჩვილთან დაკავშირებით კი, კვლევის პასუხები არაა მიღებული, თუმცა, მასთან ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არაა მკვეთრად გამოხატული,- აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.
" სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. სამივე ახალშობილის ანამნეზს თუ გადავხედავთ, არაა დატვირთული ანამნეზი და ვერ დავაბრალებთ, რომ თანმხლები ან ქრონიკული დაავადების გამოა მძიმე მდგომაროება," -განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
კომენტარი