სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წითელი ლობიო ზაფრანით

წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 5-6 თავი
ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა
ყვითელი ყვავილი - 2 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით

წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. როცა მოიხარშება, წვენი გადავწუროთ ცალკე. ხახვი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ზეთი და მოვხრაკოთ. დავაყაროთ მოხარშული ლობიო და მოვშუშოთ. ლობოს ნახარში წვენი შევაზავოთ ყვითელი ყვავილით, დანაყილი მიხაკით, დარიჩინით, მარილით, წიწაკით, დავასხათ მოშუშულ ლობიოს და წამოვადუღოთ. მერე კარგად ამოვლესოთ და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100