სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეხმძიმე დრიუ ბერიმორი გათხოვდა

ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი, დრიუ ბერიმორი არტ-კონსულტანტ უილ კოპელმანზე დაქორწინდა.

37 წლის მსახიობისთვის ეს უკვე მეოთხე ქორწინებაა. იგი დაქორწინებული იყო მსახიობსა და მუსიკოსზე ჯეიმი უოლტერსზე, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელზე ჯერემი ტომასსა და მსახიობ ტომას გრინზე. უკანასკნელი ქორწინება მსახობებს შორის 2002 წელს დასრულდა.

ამ დროისათვის ბერიმორი ფეხმძიმედაა და ეს მისი პირველი შვილი იქნება.

დრიუ ბერიმორი ლეგენდარული მსახიობის, ჯონ ბერიმორის შვილიშვილია. მას საკუთარი კომპანია “Flove Films“ აქვს. მსახიობმა არაერთ პოპულარულ ფილმში მიიღო მოონაწილება. მათ შორისაა „ბეტმენი სამუდამოდ“ და „ჩარლის ანგელოზები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100