სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არადა ერთად გაზრდილები არიან, მაგრამ ნასვამები ყოფილან" - მესტიაში, 25-26 წლის სასაზღვრო პოლიციელების შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

მესტიის რაიონში, მულახის თემში მკვლელობა მოხდა. ერთმანეთს მესაზღვრეები დაუპირისპირდნენ. მოკლულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით 25-26 წლის მესაზღვრეებს შელაპარაკება მოუვიდათ.

"როგორც აქ, მესტიაში ამბობენ, ბიჭები ნასვამები ყოფილან, 25-26 წლის ბიჭები არიან, მეტის კი არა, ხოდა ერთს თავზე გადაუტარებია მეორესთვის იარაღი. რა აჩხუბებდათ არ ვიცი, არადა ერთად გაზრდილი ბიჭები არიან. მოკლული ბესიკ იოსელიანია". - აცხადებს დრონი.ჯი-სთან ადგილობრივი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100