სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქორწილი გაძლიერებული დაცვის თანხლებით - ამ წყვილს თანამედროვე რომეო და ჯულიეტა უწოდეს

მსოფლიო მედიამ ამ ისტორიას არაბულ-ისრაული რომეო და ჯულიეტა უწოდა. ბიჭი 26 წლის არაბი მუსულმანია, გოგონა კი 23 წლის ებრაელი. მათ ერებს შორის დაპირისოპირების მიუხედავად ერთმანეთი შეუყვარდათ.

წყვილის ურთიერთობას აპროტესტებდა ორგანიზაცია „ლახავა“ რომლის აქტივისტებიც შეყვარებულებს ტელეფონისა და წერილების საშუალებით ემუქრებოდნენ.

საბოლოოდ სყვარულმა გაიმარჯვა, ახალგაზრდები მაინც დაქორწინდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი ქორწილი გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიმართა, უცხო პირებს სიძე-პატარძალთან და მათ სტუმრებთან 200 მეტრის რადიუსსზე მიკარების უფლება არ ჰქონდათ, მოსამართლის დადგენილების სისრულეში მოყვანა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უზრუნველყვეს.

შეგახსენებთ, რომ არაბულ-ისრაელური კონფლიქტი 1948 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს გახლავთ პოლიტიკური დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტების არაბული ქვეყნების ლიგასა და ისრაელს, არაბებსა და ისრაელელებს შორის. ის ეფუძნება XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმისა და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. დავა მიმდინარეობს ტერიტორიაზე, რომელსაც ებრაელები საკუთარ სამშობლოდ, პანაარაბისტული მოძრაობა კი პალესტინელი არაბების ისტორიულ კუთვნილებად, ხოლო პანისლამისტურ კონტექსტში, ისლამურ მიწად თვლიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100