სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონელ ხულიგნებს სასამართლომ ქალაქის დაგვა და დაზარალებულთათვის თვალებში ჩახედვა მიუსაჯა

ლონდონის სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო: როგორც „გარდიანი“ იუწყება, ყველას, ვინც სასამართლომ არეულობის მოწყობის ინიციატორად ან მონაწილედ მიიჩნია, ქალაქში იმ ადგილების დაგვა–დასუფთავება მოუწევს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გაავებულნი არბევდნენ – სასამართლომ ისინი საზოგადოებრივ სამუშაოებზე გაამწესა.

გადაწყვეტილება შეეხო იმ პირებს, რომლებიც მეტნაკლებად მსუბუქი ფორმით იყვნენ ჩართულნი მასობრივ არეულობებში, დარბევებსა და ძარცვაში. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ლონდონში დღეს ქვეყნის ვიცე–პრემიერმა, ნიკ კლეგმა გაახმიანა.

მაგრამ გადაწყვეტილების უპრეცენდენტობა ამაში არ არის – საზოგადოებრივ სამუშაოებზე გამწესება მიღებული ფორმაა და, მაგალითად, აშშ–ში მას ბევრჯერ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ვერ უვლიდნენ გვერდს. მთავარი კი ის გახლავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხულიგნებს, არც მეტი, არც ნაკლები – დაზარალებულთათვის თვალებში ჩახედვა მიესაჯათ.

„თითოეული მათგანი ვალდებული იქნება, ჩახედოს თვალებში მათ, ვინც თავიანთი ქმედებით დააზარალეს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად დაზარალებულები ინდომებენ. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრონ ვანდალიზმის საფრთხე და ამასთან, ასეთი ქმედებით, შესაძლოა, ბევრ მათგანს საერთოდ გაუქრეს მსგავსი ქმედების გამეორების სურვილი“, – მოჰყავს ციტატა „გარდიანს“ ვიცე–პრემიერის დღევანდელი განცხადებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100