Volkswagen Tiguan TSI ძრავით
გერმანიაში წარმოებული მაღალი ხარისხის ავტომობილის მოყვარულებს, ფოლკსვაგენი ახალ ტიგუანს სთავაზობს.
2,0 TSI ტექნოლოგიის 170 ცხენის ძალით აღჭურვილი ბენზინის ძრავის მქონე ტიგუანი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია. ინტელექტუალური პირდაპირი შეფრქვევის სისტემა (TSI) უზრუნველყოფს ძრავის მაღალ სიმძლავრეს, საწვავის ეკონომიურ წვას და ამასთან ამცირებს გამონაბოლქვს.
Off-road–ის ღილაკზე დაჭერით ტიგუანი იდეალური ხდება უგზოობისთვის. გარდა ამისა ამ მოდელს გააჩნია დაღმართზე დაშვების ასისტენტი, ელ. სტაბილიზაციის პროგრამა, მოცურებისა და ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემები (ABS, EDS, ASR, MSR).
მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს წინა, გვერდითი და თავის აირბაგები. ნებისმიერი კომპლექტაციის ტიგუანს მოჰყვება Auto Hold სისტემა, რომელიც გაჩერებისას თავიდან აგაცილებთ ავტომობილის დაგორებას. წინა და უკანა პარკინგკონტროლი კი ამარტივებს პარკირებას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში.
ფოლკსაგენის ცენტრში ტიგუანის შეძენა შეგიძლიათ $34 200-ად, 2 წლიანი გარანტიით გარბენის შეუზღუდავად.
იბერია ბიზნეს ჯგუფი, ფოლკსავგენის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
www.vw.ge T: (+995 32) 224-11-11
კომენტარი