სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული, გაინტერესებთ პასუხები?

ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:

4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“

4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“

4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“

6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“

6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.“

6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.“

7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“

7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“

7 წლის დენი: „სიყვარულია,როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“

8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა,მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“

ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?
ბიჭუნამ მიუგო – „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100