სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სო­ხუმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბი "აღ­მო­უ­ჩი­ნეს." apsnypress.info-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულს, 29 წლის ას­მათ თა­ვა­ძეს, ჩხრე­კის დროს, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა და "შევ­რო­ნი" აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­იღ, ას­მათ თა­ვა­ძე ასე­ვე ფლობს "აფხა­ზე­თის პას­პორ­ტსაც", რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა. "სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - წერს apsnypress.info. მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც ადას­ტუ­რებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ინფრორ­მი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია, რათა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ, "თუკი ეს ამ­ბა­ვი მარ­თა­ლია და გო­გო­ნა მარ­თლაც გახ­ვე­უ­ლია ამ ამ­ბავ­ში (ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კი­თხი), ეს ნიშ­ნავს, რომ ინ­ტე­რეს­თა გა­დაკ­ვე­თას ეხე­ბა სამე და გო­გო­ნა ჩა­უშ­ვეს, სხვა­ნა­ი­რად ის სო­ხუმ­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და და არც პას­პორ­ტი ექ­ნე­ბო­და." სხვე­ბის თქმით, ას­მათ თა­ვა­ძეს­თან ერ­თად უნდა და­ა­კა­ვონ იმ ბი­ნის მფლო­ბე­ლე­ბიც, სა­დაც სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ასე­ვე გა­მო­საკ­ვლე­ვია, რო­გორ აღ­მო­აჩ­ნდა "აფხა­ზე­თის პას­პორ­ტი." abkhaz-auto-ს კომენ­ტა­რებ­ში, აფხა­ზე­ბი მომ­ხდარ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გულ­გრილ და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მას აკ­რი­ტი­კე­ბენ და კი­თხვას სვა­მენ - ვისი ჩა­რე­ვით ჰქონ­და ქარ­თველ გო­გო­ნას "აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი." "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვებს ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ და ქარ­თვე­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ვინც ამის გამო ენ­გუ­რის ხიდ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს, უნდა შე­ვახ­სე­ნო, რომ ფსო­უს სა­ზღვრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­დი­ან ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი. კვი­რა­ში სამი-ოთხს მა­ინც აკა­ვე­ბენ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ანუ რა ვქნათ, ჩავ­კე­ტოთ სა­ზღვა­რი?! თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უფრო სა­ში­შია ვიდ­რე რუ­სე­თის?!", - წერს ინ­ტერ­ნე­ტომ­ხა­რე­ბე­ლი ელო გა­ბე­ლია. "სო­ხუმ­ში ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და "შევ­რო­ნით." ეს ანა­რა­ნაკ­ლებ სა­ში­შია, ვიდ­რე სხვა რამე. მე მგო­ნია, აქ ნარ­კო­ტი­კი არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ შე­ი­ტყო ამის შე­სა­ხებ, ისეთ­მა, რო­მე­ლიც საქ­მე­ში არ ჩარ­თეს, შე­საძ­ლოა, ეს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თობ­ლიც ბიზ­ნესს ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლურ ინ­ტე­რესს ეხე­ბო­და და "ჩა­უშ­ვა." ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბის მეტი რა გვი­ნა­ხავს ამ ქვე­ყა­ნა­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. თან არა­ფე­რი გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბა, ამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ზო­გი­ერთ დე­პუ­ტატს შინ ჰქონ­დეს. მა­ინც მგო­ნია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ღა­ცე­ბის წა­ქე­ზე­ბით და სურ­ვი­ლით, რა­ღა­ცის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კურ გეგ­მას, ან რა­ღაც მოძ­რა­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ამ ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლე­ბის, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი მეს­მის, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ოდეს­მე. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, სა­ქო­ნე­ლი, სურ­სა­თი, ბიზ­ნე­სი... თა­ნაც, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, რო­მე­ლი ნარ­კო­გამ­სა­ღე­ბუ­ლი და­ა­ტა­რებს სა­ხელ­წი­ფო სიმ­ბო­ლი­კას, რა ახ­სნა აქვს? არა­ვი­თა­რი", - წერს "ალი­ას სუ­ხუმსკი." "მე­გობ­რე­ბო, ატყობთ, რომ სულ სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვა­ში ხართ ნარ­კო­მა­ნი­ის გარ­შე­მო? არ ვიცი, ვის სურს, მაგ­რამ აფხა­ზე­ბი უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის მსხვერ­პლის როლ­ში გა­მოვ­ყა­ვართ. ხან ქარ­თვე­ლი გვაც­დუ­ნებს ნარ­კო­ტი­კით, ხან ტა­ჯი­კი, ხან რუსი, ან სო­მე­ხი. მო­დით, გა­მო­ვა­ცხა­დოთ სრუ­ლი იზო­ლა­ცია, ყვე­ლა ღრი­ჭო ამოვ­ქო­ლოთ, რად­გან გარ­შე­მო სულ მტრე­ბი გვყავს და მარ­ტო ჩვენ ვართ კარ­გე­ბი, კე­თი­ლე­ბი და მი­ა­მი­ტე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს "ჟანა სუ­ხუმსკი."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100