31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა მთელი დღე უამრავი საქმით მოგიწიოთ დაკავება, თქვენი ენერგიულობა და აქტიურობა საშუალებას მოგცემთ ყველაფერი მოასწროთ. შეიქმენით საახალწლო განწყობა და არ დაგავიწყდეთ სურვილების ჩაფიქრებაც!
კურო
აქტიური კომუნიკაციებითა და მოლაპარაკებებით დახუნძლული დღეა, თავი შეიკავეთ დიდ მანძილზე გადაადგილებისგან, იყავით ყურადღებით გზებზე და საჭესთან.
ტყუპები
შესაძლოა ფინანსურ თემებთან დაკავშირებით იმედგაცრუებული დარჩეთ, რაც დიდად იმოქმედებს თქვენს წინასაახალწლო განწყობაზე, თუმცა ყველაფერი ერთგული მეგობრების დახმარებით მალე დალაგდება.
კირჩხიბი
ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და ნუ გაღიზიანდებით ახლობლების მცდელობაზე ზეგავლენა მოახდინონ თქვენზე. გახსოვდეთ პოზიტიური საახალწლო განწყობა მომავალი წარმატებული წლის წინაპირობაა.
ლომი
გამონახეთ დრო განმარტოებისა და საკუთარი თავისთვის, შესაძლოა თავი გარიყულ ადამიანად იგრძნოთ, მაგრამ ყოველმხრივ შეეცადეთ აიმაღლოთ განწყობა და პოზიტიურად და იმედით შეხვდეთ ახალ წელს.
ქალწლული
თავი შეიკავეთ ურთიერთობის გარკვევისგან, იმხიარულეთ და თავი დაანებეთ სხვების თვალთვალს, მშვიდად შეხვდით საკრასტულ გამოხტომებს და გარჩევები სხვა დროს დაგეგმეთ.
სასწორი
სიმშვიდე და წინდახედულება მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის, შეეცადეთ შექმნათ ჰარმონიული გარემო, ან საერთოდ გაერიდეთ ახლობლებს და სადმე გაემგზავრეთ. ნუ გადაამეტებთ ალკოჰოლის მიღებისას.
მორიელი
თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებისაგან, შესაძლოა გადაიდოს დაგეგმილი მზგავრობა, ნუ დაღონდებით, გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი მიზნების დასახვისთვის.
მშვილდოსანი
შესაძლოა ვერ მიიღოთ ის საჩუქარი რომელსაც ელოდით და იმედგაცრუებული დარჩეთ, კარგი იქნება თუ ნაკლებად იფიქრებთ წვრილმან პრობლემებზე. ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, იმხიარულეთ.
თხის რქა
უჩვეულოდ და საკმაოდ მოკრძაებულად გაატარებთ ამ დღეს ოჯახურ გარემოში, არის გაუგებრობების ალბათობა, ნურავის დაადანაშაულებთ თქვენს პრობლემებში, კომპრომისი ახლა გამოსავალია. იფიქრეთ საახალწლო გარემოს გახალისებაზე.
მერწყული
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ავადობის გამო ჩაიშალოს თქვენი საახალწლო გეგმები.
თევზები
შეძლებთ დროებით მაინც დაივიწყოთ არსებული პრობლემები და მთელი არსებით ჩაერთვებით სადღესასწაულო სამზადისში. მოიფიქრეთ რაიმე მხიარული და რომანტიული, გახალისდით და შეეგებეთ ახალ წელს ახალი მიზნებით.
კომენტარი