სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალეკო ელისაშვილი: მზად ვარ ივანიშვილს ეს ყველაფერი ავუხსნა

ადრე მე ვიყავი ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი და მერე საჯარო მოხელე. ახლა ფაქტია როლები შეიცვალა და პირიქითაა.

მე როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკოსი მზად ვარ ბატონი ბიძინას მისსავე გადაცემაში ვესტუმრო და ავუხსნა ჩემი კრიტიკის საფუძველი და გავაცნო არგუმენტები. მართალია ეკონომიკაზე და პანორამა თბილისზე კონტრკრიტიკის არსს ვერ მივხვდი, მაგრამ მაინც მზად ვარ მივიღო გადაცემაში მონაწილეობა. ასე რომ ამ ეტაპზე დაპატიჟებას ველოდები....

P.S. მანამდე კი ოცნებაში დაწინაურებულ ყოფილ ნაციონალებს თუ მიათვალიერ-მოათვალიერებენ კარგი იქნებოდა“ - ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა პირად ფეისბუქ გვერდზე მას შემდეგ გააკეთა რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია.

ივანიშვილმა ელისაშვილი პროექტ „პანორამა თბილისთან“დაკავშირებით გამოთქმული მსოაზრებების გამო გააკრიტიკა.

„მინდა გავიხსენო ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი, საუბედუროდ, მისი განცხადებები თანხვედრაში მოდის იმ სიცრუესთან, რასაც „ნაცმოძრობა“ აცხადებს. ჩემი პრემიერობის დროს დაიწყო საუბარი, რომ ეკონომიკა ინგრევა, დაგეგმილი იყო 5%-იანი ზრდა, რაღაც ეტაპზე 3%-ზე ჩამოვიდა, იმ დროს ყველაზე მძიმე სიტყვები ელისაშვილმა ახსნა, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა, როდესაც ჟურნალისტებს შევხვდი, იქ ვუთხარი – იცი მაინც არ არის სტაგნაცია-თქო, მან კი ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა ეღიარებინა, გამოვიდა და თქვა, კინაღამ გამლახესო.

„პანორამაზე“ გადაცემას ვამზადებთ და ამ თემაშიც ელისაშვილი აქტიურობს. რა უნდა „ნაცმოძრაობას? ერთი – აჩვენოს, რომ ეკონომიკა ინგრევა და მეორე – იქ, სადაც დიდი ინვესტიციაა, შეაჩეროს, საყდრისზეც ამიტომ ბობოქრობენ. ელისაშვილი აბსურდში შევიდა, მარცხენა მხარეს ააშენოსო თუ პირიქით, რაღაცას ამბობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100