
საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1233 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 345 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 328 620, გარდაიცვალა 4 804 პაციენტი.
კომენტარი