სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი ეხმაურება ქრისტიან დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერს

სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი ეხმაურება ქრისტიან დემოკრატების ერთერთი ლედერის, ლევან ვეფხვაძისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ,ირაკლი ალასანიას შორის დაპირისპირებას, რომლის მთავარი არსი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესების ჩაშლაზე პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალების მცდელობაა.

ლევან ვეფხვაძემ ალასანიას მოსთხოვა ბოდიში მოეხადა საქართველოს ამომრჩევლისთვის.

ლაშა ამირეჯიბი აცხადებს: ” ქართველი ხალხისთვის ბოდიში მოსახდელი აქვს, არა მარტო ირაკლი ალასანიას და მასთან ასოცირებულ ” ექვსიანის” ყველა სუბიექტს, არამედ იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, ახალ მემარჯვენეებსაც და ქრისტიან -დემოკრატებსაც, რომლებიც იყვნენ ე.წ. ” პოლიტიკური რვიანის” სუბიექტები.

მინდა ვკითხო ი. ალასანიას- არ იცოდი აქამდე, ქრისტიან-დემოკრატები,რომ ნაცმოძრაობის განშტოება იყვნენ? თუკი ეს იცოდით , რაც დასტურდება თქვენი განცხადებით, მაშინ რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა თქვენი ოპოზიციურ ”რვიანთან” თანამშრომლობა?

საინტერისოა საზოგადოებისთვის დასმულ კითხვებზე პასუხი.

მე ვფიქრობ , რომ თქვენს ხშირ პოლიტიკურ ცვლილებას, მოსდევს დაბნეულობა საზოგადოებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100