სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელს, ყაზანის „რუბინის“ მცველ კონსტანტინ პლიევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ყაზანური კლუბის Twitter-ზეა აღნიშნული, პლიევი თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ვლადიკავკაზში იმყოფება, სადაც აპრილის დასაწყისში გაემგზავრა. „რუბინის“ სხვა ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბის წევრებთან მას კონტაქტი არ ჰქონია.

გუშინ კორონავირუსი რუსეთში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვერკველიას თანაგუნდელს, ჯეფერსონ ფარფანს დაუდგინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100