სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია"

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 12 ადამიანი განიკურნა და ამ დროისთვის 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს"- განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 42 ინფიცირებული პაციენტი გადის. მათი უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, მხოლოდ 3-ს აღენიშნება მძიმე პნევმონია. კლინიკაში 11 მოზარდია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100