„ბევერლი ჰილზი 90210“-ის ვარსკვლავი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ბევერლი ჰილზი 90210“-ის ვარსკვლავი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ლუკ პერი საავადმყოფოში 3 დღის წინ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც ჩანს მისმა სხეულმა ვერ გაუძლო და რამდენიმე საათის წინ მსახიობი გარდაიცვალა. ეს ინციდენტი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც Fox-მა გაავრცელა ინფორმაცია „ბევერლი ჰილზი 90210“-ის გადაღებების დაწყების შესახებ. აქამდე ცნობილი იყო, რომ თავად ლუკ პერიმ სერიალში მონაწილეობაზე უარი თქვა.
კომენტარი