ერთგული რემარკისა და მოღალატე მარლენ დიტრიხის მძაფრი სიყვარულის ისტორია
ერიხ მარია რემარკი გერმანელი მწერალი მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთი თვალსაჩინო მარგალიტი, რომლის რომანებზეც თაობები იზრდებიან. მისი ცხოვრება დატვირთული იყო საინტერესო თავგადასავლებით, ორჯერ გახლდათ დაქორწინებული და არაერთი არაოფიციალური რომანიც ქონდა, თუმცა მწერლის ცხოვრების მთავარ სიყვარულად ერთხმად არის აღიარებული მერლინ დიტრიხითან რომანი.
მათ ერთმანეთი 1930 წლის შემოდგომაზე გერმანიაში მდებარე სასტუმრო ‘’ედენის’’ ბარში, საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. მხურვალე სიყვარული ოდნავ მოგვიანებით განვითარდა და 1970 წლამდე რემარკის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა.
მწერლის მიერ მარლენისთვის მიწერილი წერილები გაჟღენთილია ვნებით და სიყვარულის უდიდესი სინაზით. ამ სიტყვებს დღესაც ციტატებად უძღვნიან ერთმანეთს ადამიანები.
’’სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?... - წერს მწერალი დიტრიხისთვის მიძღვნილ ნაწარმოებში ‘’ტრიუმფალური თაღი’’
მარლენ დიტრიხი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით, იგი წარმატებული, შემდგარი ქალი იყო, რომელიც ასევე ინტერესს იჩენდა რემარკის მიმართ თუმცა დიტრიხი თავგადასავლების და ახალი ემოციების მოყვარული გახლდათ, იგი ხშირად იცვლიდა პარტნიორებს რაც რემარკის რეალობას აუტანელს ხდიდა.
ქალის რომანები გრძელდებოდა რამდენიმე საათი, კვირა, თვე და ზოგჯერ წელიწადებიც. ვერ ეგუებოდა ერთფეროვნებას და ამიტომ, არასოდეს ყოფილა ერთგული პარტნიორი, თუმცა ერთხელ აღიარა – "მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცთან, მაგრამ მეყვარება – მხოლოდ ერთიო"...
მიუხედავად ამისა მწერალი ვერ უმკლავდებოდა გრძნობას ქალის მიმართ.
1945 წელს გამოვიდა რემარკის წიგნი –"ტრიუმფალური თაღი", რომელშიც ჟოან მადუს პერსონაჟის მიღმა – მარლენ დიტრიხის პერსონა იმალება. რავიკი – თავად რემარკია , ხოლო გრძობა, რომელიც წიგნის ორ გმირს ერთმანეთთან აკავშირებს – მწერლისა და მსახიობის დაუოკებელი სიყვარულია, რეალობაში განცდილი და ფურცლებზე გადატანილი.
შესაძლოა, რემარკი იყო ის ერთადერი, რომელზედაც ფროილაინი წერდა – "მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცთან , მაგრამ მეყვარება მხოლოდ ერთიო“. მიმართვაც სწორედ ასეთი ჰქონდა ერიხისადმი – "ერთადერთო".
არაერთხელ სთხოვა ხელი მწერალმა თუმცა ქალი ოფიციალურ ქორწინებაზე არც ფიქრობდა. ცნობილია რომ მარლინის პარტნიორებს შორის ქალებიც იყვნენ. რაოდენ დიდი იყო ერიხის სიყვარული ქალის მიმართ ცხადი ხდება იმითაც, რომ ღალატთან ერთად რემარკი გულგრილ დამოკიდებულებასაც უსაყვედუროდ პატიობდა ქალს. მისთვის მთავარი იყო ქალთან სიახლოვე, მისი დანახვისთანავე კაცი მზად იყო შეესრულებინა ნებისმიერი თუნდაც სულელური სურვილი ქალისა.
ტრიუმფალურ თაღში რავიკის პერსონაჟს ამოფარებული მწერალი ცალსახად უსვამს ხაზს მის უძლურობას გრძნობის მიმართ, რომანის შემდეგ ქალისთვის თვალნათელი გახდა გრძნობა რომელსაც ერიხი განიცდიდა თუმცა......
1953 წელს რემარკსი ცოლს ირთავს თითქოს ამით ცდილობს სამაგიეროს გადახდას თავისი უბედური სიყვარულის გამო დიტრიხისთვის. ქორწინება არაფერს ცვლის მათი თავბრუდამხვევი რომანი ისევ გრძელდება. რომანს რემარკის გარდაცვალება ასრულებს.
დიტრიხის გრძნობას ერიხის სამუდამოდ დაკარგვა ამძაფრებს და ქალს ეწყება დეპრესია რომელიც სიკვდილამდე არ ტოვებს მას. მარლენი 90 წლის ასაკში, საძილე საშუალებების დიდი დოზის მიღების გამო, გარდაიცვალა, სიკვდილამდე კი მან რემარკის სურათს დახედა და ამოიოხრა – "ღმერთო, როგორ მიყვარდა ეს ადამიანი"....
კომენტარი