სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ უბედურ დღეს ადამიანები შეამჩნევენ, რომ ის ჯვრები მათ რომ წაართვეს, ძაღლებისთვის დაუკიდიათ...

"ახალი მსოფლიო წესრიგი", რომელმაც უკვე პრაქტიკულად მოიცვა ევროპის ყველა სახელმწიფო, თავის სატანურ არსს არც მალავს, და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღიად გამოდის ქრისტეანული ღირებულებების წინააღმდეგ. "ახალი მსოფლიო წესრიგის" ბატონებისა და მათ ერთგულ მონათა განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ჯვრის სიმბოლო, რომელსაც ისინი დაუნდობლად ებრძვიან.

ევროპის მრავალ ქვეყანაში დღეს უკვე დევნიან იმ ქრისტეანებს, რომლებიც ჯვრებს ატარებენ. ხელისუფლების სათავეში მოსულმა სატანისტებმა, ბრწყინვალედ უწყიან, რომ მკერდზე სატარებელი ჯვრის ნებაყოფლობითი მოხსნა ქრისტეს უარყოფის ტოლფასია, ამიტომაც, ყველაფერს ცდილობენ, რათა ადამიანი ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის თვითონ მოიხსნის ჯვარს თავისი მკერდიდან.

ასეთი შემთხვევები უკვე მრავლადაა. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მსახურები ქრისტეანებს არჩევნის წინაშე აყენებენ: მათ ან ჯვარი უნდა მოიხსნან ან სამსახური დატოვონ.

დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე - British Airways-ის თანამშრომელი ნადია ევეიდა (Nadia Eweida) და მედდა შირლი ჩაპლინი (Shirley Chaplin), სამსახურში ჯვრის ტარების გამო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან (http://ria.ru/religion/20120313/593577014.html).

ნორვეგიაში, სახელმწიფო ტელე და რადიოსამაუწყებლო კომპანიის ნორვეგიული ახალი ამბების პოპულარული წამყვანი სირ კრისტიან საელმანი გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეთერში გასვლის დროს მას ყელზე გამოუჩნდა სამკერდე ჯვარი (http://www.pravoslavie.ru/news/65742.htm)

განსაკუთრებულ ყურადღებას ევროპელი სატანისტები უთმობენ ბავშვებს. ასე მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში შემოაქვთ კანონი, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეებს აეკრძალებათ სამკერდე ჯვრის და სხვა რელიგიური ატრიბუტიკის ტარება.

და ამგვარი შემთხვევები ევროპის ქვეყნებში სულ უფრო და უფრო მატულობს. დღეისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირში შესაძლოა სრულიად აკრძალონ სამკერდე ჯვრების ტარება.

მაგრამ, "ახალი მსოფლიო წესრიგის" მსახურებს უკვე აღარ აკმაყოფილებთ ის, რომ აიძულონ ადამიანებს მოიხსნან ჯვრები, თავიანთ უგუნურ, სატანურ სიძულვილში გახევებულები, უფრო შორს მიდიან - ადამიანებს ჯვრებს ხსნიან და ძაღლებს უკეთებენ. ისეთი ჯვრებიც კი, რომლებზეც მაცხოვრის ჯვარცმაა გამოსახული, ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება როგორც ნაწარმი, რომელიც ძაღლების საყელოებისთვის არის განკუთვნილი. იხილეთ ამის დამადასტურებელი ფოტოები.

მართლმადიდებლური კანონების მიხედვით, თუ ძაღლი ღმრთის ტაძარში შევარდა ტაძარი ლოცვით უნდა განიწმიდოს. მართლმადიდებელ ქრისტეანებს სახლებში (არა ეზოში, არამედ შიგნით, საცხოვრებელში) ძაღლების ყოლა ეკრძალებათ, მათ მხოლოდ ეზოში ყოფნის უფლება აქვთ და იქაც საკუთარი საცხოვრებელი უნდა ჰქონდეთ.

ჯვარი ძაღლების საყელოებზე არა მარტო საშინელი მკრეხელობაა, არამედ მისი შეურაცხყოფაც, რადგან ჯერ-ერთი მუდმივად ქუჩაში მორბენალ პირუტყვს ის მუდმივად დაბინძურებული ექნება, და მეორეც, ქრისტე კაცთა ცოდვების გამოსასყიდად ეცვა ჯვარს და არა ძაღლებისა.

ამ უპრეცედენტო მკრეხელობის ფაქტის მიხედვით, რომელიც ინტერნეტში სამკერდე ჯვრების კატებისა და ძაღლების საყელოებისთვის გაყიდვაში გამოიხატება, რუსეთის მართლმადიდებელმა იურისტებმა სახელმწიფო ორგანოებში სპეციალური მიმართვა მოამზადეს თხოვნით, წინააღმდეგობა გაუწიონ საშინელ დანაშაულს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთელი მსოფლიოს ქრისტეანთა რელიგიურ გრძნობას.

იმედი იმისა, რომ ვითარება გაუმჯობესდება - უმნიშვნელოა, რადგან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ამ სისაძაგლის წინააღმდეგაც რომ გამოვიდნენ (ღმერთმა ქნას), სხვა ქვეყნების სატანური ხელისუფლებები, სადაც უკვე დამყარდა "ახალი მსოფლიო წესრიგის" დიქტატურა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა უგულებელჰყონ რუსეთის პროტესტი, რადგან მათთვის ქრსიტეს ჯვარი იმდენად საძულველი სიმბოლოა, რომელიც მასზე შეხედვაც კი აცოფებთ.

ამიტომაც, მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს არა მარტო ბრძოლა ამ საშინელ მკრეხელობასთან, არამედ იმისი შეგნებაც, რომ ხვალ ეს შეიძლება რუსეთშიც დამკვიდრდეს. ის უკვე სრული სვლით გვიახლოვდება. რუსეთის ტაძრებში თუ მოძღვრები უკვე არიდებენ თავს საკითხს "ახალი მსოფლიო წესრიგის" შესახებ, და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ მისი იდეების დამკვიდრებას, უახლოეს პერიოდში მისი მარწუხები უკვე მჭიდროდ შემოუჭერს ჩვენს ქვეყანასაც. მოძღვრის სიტყვას და სულიერ წინააღმდეგობას ჯერ კიდევ ძალუძს შეაჩეროს ისეთი ბოროტებები, როგორიცაა: ელექტრონული დოკუმენტების თავსმოხვევა, იუვენალური იუსტიცია, სექს-განათლება და სხვა საძაგლობანი, რომელსაც რუსეთს "ახალი მსოფლიო წესრიგის" ადეპტები ახვევენ.

მალე გვიან იქნება. და მაშინ, "ახალი მსოფლიო წესრიგის" მონები მთლიანად გამოააშკარავებენ თავს ჩვენს ქვეყანაშიც. მრავალი შემოიკრავს მაშინ ხელს შუბლზე და იტყვის რომ ამაოდ დუმდა და გულხელდაკრეფილი ელოდა პრობლემის თავისთავად გადაწყვეტას. მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ლაპარაკი და ბრძოლა ამ ბოროტების წინააღმდეგ, დღეს კი შეუძლებელი გახდა. განსაკუთრებით ინანებენ მოძღვარნი, რომელთა წყალობითაც მრავალი მილიონი ადამიანი ყოველგვარი სულიერი წინააღმდეგობის გარეშე მიიღებს ანტიქრისტეს ძალაუფლებას. მაშინ დამთავრდება ბოროტებისადმი კრებითი, საერთო-სახალხო წინააღმდეგობის შესაძლებლობა. მაშინ უკვე ვერავის შეეძლება სოროში დამალვა და "ახალი მსოფლიო წესრიგის" მარწუხებისგან გაქცევა. ხალხსაც და სამღვდელოებასაც მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან დაემორჩილნონ "ახალი მსოფლიო წესრიგის" სჯულმდებლობას ან შეუდგნენ მოწამეობრივ ღვაწლს და თავი სულიერ "უდაბნოებს" შეაფარონ.

ერთ უბედურ დღეს ადამიანები შეამჩნევენ, რომ ის ჯვრები მათ რომ წაართვეს, ძაღლებისთვის დაუკიდიათ...

უფალო, შეგვიწალე და გვაცხოვნე ჩვენ ცოდვილნი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100