"იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა, ეთერში ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუც" - შალვა რამიშვილი
"მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!
დღეს იმ კომპანიამ, რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.
ვაპირებ ვითარების გარკვევას", - წერს რამიშვილი.
კომენტარი