ხაშურში 60 წლამდე ქალი ოჯახური კონფლიქტის შედეგად მოკლეს
ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლეს. გარდაცვლილი ქალის გვამი საკუთარ ბინაში შვილმა ნახა. ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
მეზობლები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის ხმა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალი სახლში რძალთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. დანაშაულიც სავარაუდოდ სწორედ ამ მამაკაცმა ჩაიდინა. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილიყო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი