დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია - ლას-ვეგასის თავდასხმიდან თვითმხილველი ვიდეოს ავრცელებს
ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს, ხოლო დაშავებულთა - 515-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია ავრცელებს.
აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, ეს არის 64 წლის სტეფენ პედოქი. პოლიცია ასევე ეძებს მის პარტნიორს, 62 წლის მარილუ დენლის. პედოქი პოლიციის შერიფმა ადგილზე მოკლა.
კომენტარი