ჯონ ტრავოლტა სპა-სალონში მასტურბირებით იყო დაკავებული
ჰოლივუდის ვარსკვლავი, 58 წლის ჯონ ტრავოლტა მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში.
მიმდინარე წლის იანვარში, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი სასტუმროს ორმა მასაჟისტმა სასამართლოში ტრავოლტას წინააღმდეგ საქმე აღძრა. მათი განცხადებით, მსახიობი მათ წინაშე მასტურბირებდა და თან მათ ინტიმურ ადგილებსაც ეხებოდა.
ამ ბრალდებას დაემატა საკრუიზო გემის თანამშრომლის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ ტრავლოტა მას გარკვეული თანხების სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა.
რამენიმე დღის წინ კი სააშკარაოზე გამოვიდა 2000 წელს დაფიქსირებული შემთხვევა. ჯონ ტრავოლტას სასტუმრო „Peninsula”-ში შესვლა ეკრძალებოდა, რადგან ეს უკანასკნელი არაერთხელ იქნა შემჩნეული სპა-სალონში მასტურბირების დროს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ისტორიის ფარგლებში, მსახიობმა სპა-სალონში მოხვეული პირსახოცი მოიძრო და თანამშრომლების წინ „გართობა“ დაიწყო. სწორედ ამიტო, იგი სასტუმროდან გამოაგდეს.
ტრავოლტას ადვოკატი, მარტინ ზინგერი კი კატეგორიულად უარყოფს უკანასკნელ ბრალდებას და მათ აბსურდულსა და არარეალურს უწოდებს.
კომენტარი