„მეუბნებიან ადრე მომწონდი და ახლა კიდევ ბიჭს გავხარო“
ქართველმა ფიტნეს მოდელმა ია ოძილაურმა, მსოფლიო დონეზეც გამოიჩინა თავი და ბიკინი ფიტნეს მსოფლიოს ტიტულიც მოიპოვა, თუმცა როგორც ჩანს კრიტიკოსები მასაც ჰყავს, რასაც მისი ფეისბუქ სტატუსიდან ვიგებთ.
„აი ის მომენტი ბიჭები რომ გწერენ პმში ეჰ რა კარგი გოგო იყავი ადრე.. როგორ მომწონდიო ახლა კიდე ბიჭს გავხარო. ლოლ თან რომ არასოდეს პასუხობ და მაინც აგრძელებენ მონოლოგს.. ეს რამე ახალი "პათხოდია" .. მოტივაციას ვერ ვხვდები რა უნდათ..“ - წერს ია და თან ნავარჯიშევი სხეულის დადებით მხარეებსაც განმარტავს.
„ნავარჯიშები თუ გამხდარი სხეული?! ვყოფილვარ ძალიან გამხდარიც, (40კგ); ზომიერი სიგამხდრის მაგრამ მეტი ცხიმით და ნაკლებად მკვრივი (50კგ) და ნავარჯიშები მკვრივი და მშრალი კუნთებით ცხიმის და ცელულიტის გარეშე (ისევ 50კგ.) როგორიც ახლა ვარ.. ვის როგორი უფრო მოწონს ვიზუალურად ეს ცალკე თემაა მაგრამ ერთი რამე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ.. ვარ ბევრად ძლიერი; ენერგიული; ავად ვხდები ძალიან იშვიათად; აღარ მაწუხებს კუჭი- ქრონიკული გასტრიტები, წყლულები; გემოგლობინი სულ მაღალი მაქვს; არ მტკივა თავი თითქმის არასდროს; არ მტკივა წელი და ხერხემალი და ა.შ. ერთი სიტყვით ვარ ათჯერ უფრო ჯანმრთელი... ახლა თქვენ განსაზღვრეთ რომელი გირჩევნიათ“ - ვკითხულობთ პირველი ქართველი ბოდიბილდერი ქალბატონის ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი