სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი დაღუპული, 18 დაშავებულიდან კი სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ავარია წეროვანთან

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულად მძიმეა. ერთ-ერთი მგზავრის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს. ავტოკატასტროფას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ახალგაზრდა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გადაიყვანეს.

ავტოკატასტროფის დროს მძიმედ დაშავდა მიკროავტობუსის კიდევ 18 მგზავრი. მათგან სამს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე თურქული ნომრებით მოძრავი ტრაილერი წინ მიმავალ მიკრო ავტობუსს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსმა გზაზე ჯებირი გაანგრია. დაზიანდა იქვე მდგარი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმაც.

შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის მძღოლები. მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა ისინი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. სახელდება ავტოკატასტროფის რამდენიმე ვერსია - ერთის მიხედვით, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, მეორე ვერსიით კი მან საჭის დამორჩილება მანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100