სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის წარმომადგენელს მოსკოვიდან ოკულტური მინერალები და ლიტერატურა მოჰქონდა (ფოტო)

შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზა ჩაუტარდა იმ მინერალებსა და ლიტერატურას, რომელიც მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელმა, ვალერი ლევინმა. ამასთან ლევინმა თავიდანვე განაცხადა, რომ მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისთვის გამოიყენებოდა. შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა.“

წყარო: შსს-ს ვებ-გვერდი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100