"იუნა შაფათავა - ქართლის დედად, ნინი ქარსელაძე - საქართველოს ისტორიის ჟამთააღმწერლად, ლალი მოროშკინა - ორლეანელ ქალწულად,ქართული მარში - 300 არაგველად"
ასე გამოეხმაურა ბლოგერი გურამ შეროზია, მომღერალ სოფო ხალვაშის ბათუმის მერის მოადგილედ დანიშვნას.
"შემდეგი:
- იუნა შაფათავა - ქართლის დედად
- თიკა ჯამბურია - კულტურის მინისტრად
- ნინი ქარსელაძე - საქართველოს ისტორიის ჟამთააღმწერლად
- მიშა მესხი - კომაროვის სკოლის დირექტორად და ფიზიკა-მათემატიკის დარგში ასოცირებულ პროფესორად.
- ირმა ინაშვილი - წმინდა სინოდის წევრად
- 20 ლარად მოსყიდული ამომრჩეველი - სოფლის მეურნეობის მინისტრებად, რიგ-რიგობით
- ლალი მოროშკინა - ორლეანელ ქალწულად
- ქართული მარში - 300 არაგველად
- ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები - ფრენკ და ნენსი სინატრებად
- ჯგუფი ფორტე - ვია გრა და ვალერი მელაძედ
- ზურა ყიფშიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტად
პრადჟენიე სლედუეტ, რაზ, დვა, ტრი, პაეხალიიიი"- წერს გურამ შეროზია.
კომენტარი