სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბის მომხრეებმა ენგურჰესის თანამშრომლებთან შამბას შტაბის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

როგორც აფხაზეთიდან livepress.ge-ს კორესპოდენტი ამრა ადლეიბა იუწყება, გალის რაიონის სოფელ ჩეღალში აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი შამბას საარჩევნო შტაბის უფროსი დიმიტრი ლობჟანია ენგურჰესის თანამშრომლებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, ჩეღალის კლუბის შენობაში მიმდინარე შეხვედრაზე მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მოსახლეობამ აფხაზური მილიცია გამოიძახა. მილიციის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა, თუმცა მომხდარის გამო გამოძიება არ დაწყებულა – იუწყება ამრა ადლეიბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100