ტორფის ჭაობები უკვე მოსკოვის გარეუბნებთან იწვის
მოსკოვის გარეუბნებში ტორფის ჭაობები იწვის, სამაშველო ბრიგადა კი ცდილობს ცეცხლის ლიკვიდირებას. პავლოვის რაიონის აღმოსავლეთიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა ტორფის ჭაობების წვა ერთი ჰექტრის რადიუსზე.
ცეცხლის ლიკვიდირებისთვის იყენებენ ვერტმფრენ Ка-32–ს, რომელმაც 250 ტონა წყალი გამოიყენა ცეცხლთან საბრძოლველად. ამ დროისათვის, აქტიური წვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ამჯერად 1,5 ჰექტარი ტერიტორია იწვის.
კომენტარი