18 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი - დღეს გაგიჭირდებათ ეკონომიის და დაზოგვის პრინციპების დაცვა. ეცადეთ, ფული ისეთი ნივთების შეძენაში დახარჯოთ, რომ შემდეგში არ ინანოთ. დროა, იზრუნოთ ისეთი ნივთები, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.
კურო - დღეს განსხვავებული ხედვა გექნებათ და სხვა კუთხით შეხედავთ მოვლენებს. დღეს კარგია დაწყებული საქმეების დამთავრებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, დაივიწყოთ თქვენი ავტორიტარულობა და სიხარბე და იფიქრეთ სხვების დახმარებაზეც.
ტყუპები - გაძლიერდება სწრაფვა უცხო მსოფლმხედველობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისკენ. სიამოვნებას მოგანიჭებთ განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანებთან შეხვედრა და ურთიერთობა.
კირჩხიბი - დღეს შეგიძლიათ სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს მომავალზე, რადგან დღეს ჩაფიქრებული გეგმები მომავალში წარმატებით დასრულდება, თუკი ფხიზლად იქნებით და სიფრთხილით მოეკიდებით კოლეგებთან ან სპონსორებთან ურთიერთობებს.
ლომი - თქვენი პირადული ურთიერთობები მეგობართან ან პარტნიორთან გართულდება, რისი მიზეზიც ფინანსები იქნება. კარგად გაერკვიეთ, თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, საყვარელ ადამიანთან ჰარმონიაში ცხოვრება თუ პირადი კეთილდღეობა. მიუხედავად ამისა, კარიერაში ყველაფერი ისევ კარგადაა და წარმატებები ისევ თქვენი მეგზურია.
ქალწული - ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობებისთვის, რადგან მათ თქვენი დახმარება და რჩევა სჭირდებათ. იცოდეთ, დღეს გაწეული დახმარება თქვენს საკეთილდღეოდ შემოგიბრუნდებათ.
სასწორი - დღეს რატომღაც ბედი არ გწყალობთ. ნუ დაგეგმავთ რაიმე მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან ყველაფერი ის არ დამთავრდება, როგორც გათვლილი გექნებათ. შეიძლება დღეს წვეულებაზე მოგიხდეთ წასვლა, სადაც მიტანილ საჩუქარზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ღრიანკალი - დღეს სურვილი გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ბევრი რაღაცის შეცვლის, თუმცა თქვენი მოთხოვნები იმდენად ფართომასშტაბების იქნება, რომ ვერ გაწვდებით თქვენი მცირე ბიუჯეტით და დამატებითი შემოსავლის ძებნა მოგიწევთ.
მშვილდოსანი - მოულოდნელი შეხვედრები მოგიწევთ ბევრ საინტერესო ადამიანთან, თუმცა თქვენვე მიხვდებით, რომ მათზე დაყრდნობა და ნდობა არცთუ სასურველი იქნება თქვენთვის.
თხის რქა - დღეს ნამდვილად გიმართლებთ და მოულოდნელი სიურპრიზები გელით, დაუგეგმავ ხარჯებს გასწევთ, რომელიც თქვენს განწყობას და იმიჯს ერთი-ორად აამაღლებს. შეიძლება დღე რომანტიკული საღამოთიც დასრულდეს.
მერწყული - დღეს თქვენი ემოციები გამძაფრდება, მოიმატებს თქვენში სენტიმენტალობა და სიკეთის კეთების სურვილი შეგიპყრობთ და ამით თქვენ თვითონვე კმაყოფილი დარჩებით.
თევზები - ხელსაყრელი დროა თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის და მათთან ურთიერთობისთვის. დღეს გაიგებთ ამბავს და კითხვაზე პასუხს, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. რატომღაც მოგინდებათ თქვენი პრობლემებიდან გამომდინარე, რეალობას მოწყდეთ და სხვა სამყარო შეიქმნათ.
კომენტარი