სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძლიერი ქარის შედეგები საქართველოში

ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

თამარ მეფის ქუჩაზე ჩამონგრეულია ავარიული სახლის მთლიანი კედელი, რის შედეგადაც დაზიანებულია ეზოში მდგარი მსუბუქი ავტომობილი. ასევე, ქარმა ზიანი მიაყენა ასათიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსსაც. სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები.

შემთხვევის ადგილებზე დროულად იყო მობილიზებული სამაშველო და საპატრულო სამსახურები.

ძლიერი ქარი დაფიქსირდა ზუგდიდშიც. ქარმა სახურავები ახადა, როგორც კერძო საცხოვრებელ სახლებს, ასევე დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებს.

სამაშველო სამსახური არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დღეს უკვე შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას დაზარალებულ მოსახლეობას გაუწევს.

უამინდობა საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. იწვიმებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალ მთაში მოთოვს.

მიუხედავად ნალექის ინტენსივობის შენელებისა, სინოპტიკოსები გამოდარებას ჯერ არ ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100