დაპირისპირება სუს-თან - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
ხმაური და დაპირისპირება სუს-თან - ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც მოძრაობა "გაბედეს" წევრები შენობაში ალტერნატიული შესასვლელის ნაწილის პიკეტირებას გეგმავდნენ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ის მანქანაზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა.
აქციის დროს დაკავებული "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და მოძრაობა "გაბედეს" წევრი ოთარ ბექაურია.
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები თავდაპირველად მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
სამართალდამცავებმა აქტივისტებს გეგმის განხორციელების უფლება არ მისცეს, რასაც მათსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქტივისტები უმრავლესობის მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებასა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამ დრომდე საოკუპაციო ტყვეობაში ყოფნას აპროტესტებენ.
მოძრაობა "გაბედეს" აქციის დაწყებამდე სუსი-ს შენობასთან დიდი ოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
კომენტარი