უცხოურმა პრესამ იმ ქალის ვინაობა გაამხილა, რომელიც ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის დაშორების მიზეზი გახდა და ეს ლედი გაგა ნამდვილად არაა
დიდი ხანი არც არის, რაც ულამაზესი ვარსკვლავური წყვილი - ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. მათი დაშრების მთავარ მიზეზად საზოგადოებას კუპერის ლედი გაგასთან რომანი მიაჩნდა.
წყვილის საიდუმლო რომანის შესახებ ჯერ კიდევ ბრედლისა და ირინას დაშორებამდე იწერებოდა ყვითელ პრესაში. ხალხიც აქტიურად ჭორაობდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა ფილმ "ვარსკვლავის დაბადების" გადაღებების დროს დაიწყო. თუმცა, თუ გამოცემა The Sun-ს დავუჯერებთ, ისინი ლედი გაგას გამო სულაც არ დაშორებიან ერთმანეთს და მათ ურთიერთობაში მესამე პირი სულ სხვა ქალია.
როგორც ტაბლოიდები იტყობინებიან, ეს ქალი კუპერის დედა გლორია კამპანოა. ის თავის ვაჟთან და შეიკთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა და როგორც ამბობენ, ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა. სწორედ მან შეუწყო ხელი, ბრედლისა და ირინას შორის კონფლიქტი ჩამოყალიბებულიყო. იმასაც ამბობენ, რომ გლორია გამუდმებით შენიშვნას აძლევდა მოდელს და ყოველთვის უკმაყოფილო იყო მისით. ერთ დღესაც შეიკს ნერვებმა უმტყუნა და რძალ-დედამთილს შორის დიდი სკანდალი მოეწყო. სწორედ ამის შემდეგ დატოვა ირინამ სახლი ლოს-ანჟელესში და შვილთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
ყვითელი პრესა იმასაც წერს, რომ სწორედ გლორიამ დაანგრია შვილის პირველი ოჯახი, რომელიც ჯენიფერ ესპოზიტოსთა ჰქონდა ბრედლის შექმნილი.
კომენტარი