სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვამის გვერდით უზარმაზარი პითონი იპოვნეს - რა დაემართა 31 წლის მამაკაცს?

31 წლის ეგზოტიკური ბუნების მოყვარული ბრიტანელი მამაკაცი დენ ბრენდონი საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვნეს, ცხედართან რამდენიმე ნაბიჯში კი მისი უსაყვარლესი პითონი იწვა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს უზარმაზარი ქვეწარმავალი გახდა - იგი თავს დაესხა პატრონს და მოგუდა.

ლონდონში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ მომხდარა. სოციალურ ქსელში დენი უამრავ ფოტოს ტვირთავდა ქვეწარმავლებთან გადაღებულს, რომლებიც სახლში ჰყავდა. მის მეგობრებს ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ გველს ბრენდონის მოკვლა შეეძლო. როგორც ცხოველთა დაცვის ასოციაციის პრესსამსახური ირწმუნება, პითონი ვერ მოკლავდა პატრონს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში კლავს თავის მსხვერპლს, თუ შეჭმას უპირებს. მიცვალებულის სხეულზე არსებული ტრავმები და სილურჯეები კი სულ სხვას მოწმობს. საქმეზე გამოძება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100