მჭედლიძისა და შეყილაძის უგოლო სპარინგები
იტალიის სერია B-ს ბინადარმა “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, კვირას ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ თამაშში სერია D-ს ბინადარი “პონტედერა” 4:0 დაამარცხა.
“ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მჭედლიძე მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდა, ხოლო შეყილაძეს არ უთამაშია.
სხვათა შორის, სამი დღით ადრე, “ემპოლიმ” სამოყვარულო კლუბი “ფუცეჩიო” 18:0 გაანადგურა. ხსენებულ სპარინგში მჭედლიძეს მონაწილეობა არ მიუღია, შეყილაძემ კი, მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
კომენტარი