დავალების შესრულებისას მივხვდი, რომ სამიზნე იყო სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა - რუსი სამხედრო მფრინავის საჯარო აღიარება და ბოდიში უკრაინელებს
რუსი სამხედრო მფრინავების აღიარება და მორიგი პრესკონფერენცია ""ინტერფაქსის" ოფისში. დატყვევებულმა რუსმა მფრინავებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს იმ ბრძანებებზე, რომლებიც ხელმძღვანელობისგან მიიღეს 23 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე.
მაქსიმ კრიშტოპი ყვება, რომ უკრაინაზე დარტყმის საბრძოლო ბრძანება 23 თებერვალს მიიღეს საბრძოლო ფრენა უკრაინაში მან 2022 წლის 24 თებერვალს შეასრულა, მეორე 3 მარტს, ხოლო მესამე 6 მარტს
"ბორტზე იყო 4 ტონა ძლიერად ასაფეთქებელი თვითმფრინავის ბომბი... საბრძოლო დავალების შესრულებისას მივხვდი, რომ სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა" თქვა რუსმა მფრინავმა, რომელიც უკრაინელებმა ჯერ ჩამოაგდეს, შემდეგ კი დაატყვევეს.
"მე ვიცი და ვაღიარებ ჩემს მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულებს. მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ უკრაინელ ხალხს ამ უბედურებისთვის რაც მათ მოვუტანეთ." ამბობს მფრინავი.
ის პირობას დებს, რომ ყველა ღონეს იხმარს ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად და უკრაინელი ხალხის გენოციდში პასუხისმგებელი ყველა პირის გასასამართლებლად.
კომენტარი